Google Meet – შეხვედრის ჩანიშვნა კალენდარში
დეკემბერი 9, 2020 | by Googler
თქვენ უკვე კარგად იცით, რომ Google Meet ერთ-ერთი პოპულარული მომსახურებაა Google Workspace-ის აპლიკაციებს შორის, მასზე ამ პოსტში ვისაუბრეთ ვრცლად. დღეს განვიხილოთ Meet-ის შეხვედრის ჩანიშვნა და წამოწყება Google Calendar-ის დახმარებით.
ამისთვის საჭიროა ჩვენი ბიზნეს ანგარიშით (სტუდენტური, სამსახურებრივი თუ სხვა ორგანიზაციის ანგარიში) ვეწვიოთ calendar.google.com-ს.

ელფოსტის ადგილას თქვენს ბიზნეს ანგარიშს ჩაწერთ, გაივლით სტანდარტულ ავტორიზაციას.

სურათზე ჩანს კალენდარი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია, მათ შორის არის Google Meet – ის შეხვედრის ჩანიშვნა, სტუმრების მოწვევა და ა.შ.

ყურადღება მივაქციოთ ჩანართს, რომელიც ჩანს ფოტოზე. შესაძლებელია კალენდარი დავიხმაროთ გარკვეული შეხვედრების დასაორგანიზებლად ჩვენს Classroom-ში, რათქმაუნდა Google Meet – ის გარდა სხვა ბევრი აქტივობისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ Google Calendar-ი. თუმცა პოსტით თემიდან გამომდინარე ვისაუბრებთ მხოლოდ Meet-ზე.
ახალი შეხვედრის ჩასანიშნად უნდა დავკლიკოთ ღილაკზე Create:

გამოჩნდება შემდეგი მენიუ:

მენიუში შესაძლებელია ჩვენი მომავალი აქტივობის სახელის დარქმევა, დროის არჩევა, სტუმრების მოწვევა ( მეილების საშუალებით ), Google Meet შეხვედრის ჩანიშვნა, ლოკაციის მითითება, აღწერისა და სხვა დოკუმენტების მიბმა.

More Options – ღილაკზე დაკლიკების შედეგად მენიუში უფრო მეტი ფუნქციონალი გამოჩნდება, რაც მოგცემთ საშუალებას უფრო კარგად მოახერხოთ შეხვედრის ორგანიზება.

მოდით დავიწყოთ Google Meet შეხვედრის ჩანიშვნა:
*ყველა ველის შევსება აუცილებელი არარის*

წითლად აღნიშნულ ჩარჩოში თქვენ ხედავთ შეხვედრის სახელს “ტესტ შეხვედრა”, რომელიც გაიმართება 2020 წლის 31 დეკემბრის 11:30-დან 12:30-მდე. დროის არჩევა მარტივად შესაძლებელია დაკლიკებით.
მაგალითისთვის


წითელი ჩარჩოთი აღნიშნული ღილაკით გაააქტიურებთ Meet შეხვედრას, რის შემდეგაც გამოჩნდება Meet-ის ბმული.


თქვენ ხედავთ შეხვედრის ადგილს, როგორც უკვე ვახსენეთ შესაძლებელია არ მივუთითოთ. ასევე შესაძლებელია მონაწილეებისთვის შეტყობინების გაგზავნა ავტომატურად, თქვენ ხედავთ, რომ: ელფოსტით 30 წუთით ადრე შეიტყობენ შეხვედრის შესახებ, შემდეგი კი შეტყობინება გახლავთ, რომელიც 10 წუთით ადრე მიუვა ყველა მონაწილეს. შესაძლებელია სხვა შეტყობინებების დამატება add notification ღილაკით.

ქვედა ნაწილში შეგიძლიათ შეხვედრის აღწერის ტექსტი მოათავსოთ, რომელიც ყველასთვის იქნება ხილული. დაურთოთ ფაილი, ბმული და ა.შ.

წითელი ისრით მითითებულ ჩარჩოში შესაძლებელია მონაწილეების მოწვევა ელფოსტის საშუალებით, ყვითელი ჩარჩო კი მონაწილეების უფლებებს განსხაზღვრავს, თქვენი შეხედულებისამებრ მონიშნავთ და გაუგზავნით მოწვევას.

ყველა პარამეტრის დასრულების შემდეგ ვკლიკავთ ღილაკზე Save

ვუბრუნდებით კალენდარს, ვინაიდან 31 დეკემბრამდე გადავწიეთ ჩვენი Meet შეხვედრა, კალენდარში უნდა გამოვაჩინოთ მთელი თვე კვირის ნაცვლად. ხედავთ რომ Classroom-ში შექმნილი ყველა დავალებები, რომლებზეც დრო არის გაწერილი ავტომატურად მოინიშნა Calendar-ში, როგორც რაღაც აქტივობა, ასევე ხედავთ 31 დეკემბერს 11:30-ზე “ტესტ შეხვედრა” გველოდება.

შეხვედრის ნიშნულზე დაკლიკვით კი მივიღებთ მასზე ინფორმაციას, რომელშიაც შესაძლებელია ცვლილების შეტანა ან წაშლა. აღნიშნულ მენიუში ჩანს შეხვედრის ის დეტალები, რომლებიც ჩავწერეთ შექმნისას.
31 დეკემბერს, როდესაც შეტყობინება მოვა ჩვენთან, ასევე მოწვეულ სტუმრებთანაც.

Join with Google Meet -ზე დაკლიკვით თქვენ გადახვალთ Google Meet-ზე.

დაკლიკავთ ღილაკზე Join now

ასე მარტივად შეუერთდებით შეხვედრას.