დავალება – Classroom-ში (Question)
დეკემბერი 5, 2020 | by Googler
დღეს განვიხილავთ დავალებების ჯგუფში ბოლო აქტივობას, Question ანუ კითხვა. წინა პოსტში განვიხილეთ Quiz დავალება, ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურად.
შევუდგეთ Question აქტივობის შექმნას. ამისთვის უნდა ვეწვიოთ ჩვენს კლასს Classroom-ში.

როგორც ხედავთ ჩვენი ყველა აქტივობა Stream ჩანართში ჩანს. გადავიდეთ Classwrok-ზე და შევქმნათ Question აქტივობა.


Question-ზე დაწკაპუნების შემდეგ ჩვენ მივიღებთ შემდეგ სურათს:

როგორც ხედავთ, ძირითადი ნაწილი აქტივობის დამატებისას ჩვენთვის ნაცნობია.

ჩვენ შეგვიძლია სტუდენტებს მივცეთ უფლება ერთმანეთს უპასუხონ, ამავდროულად ჩაასწორონ მათივე პასუხი, რასაკვირველია, ჩვენი სურვილისამებრ მოვნიშნავთ თითოეულს.

შესაძლებელია ე.წ. Multiple Choice – ის ან მოკლე პასუხის მქონე შეკითხვის შემუშავება ამ აქტივობაში. ჩვენს შემთხვევაში დავტოვებ Short Answer-ს, რადგან წინა პოსტში Multiple Choice უკვე განვიხილეთ.

წითელ ჩარჩოში კითხვაა ჩასმული, ლურჯით კი ინსტრუქციის ველია მონიშნული, სტუდენტებისთვის. მწვანე ჩარჩოთი აღნიშნული ღილაკები ჩვენთვის უკვე ცნობილია, აღნიშნულით შეგვიძლია მივაბათ სხვადასხვა რესურსი კითხვას ან აქვე შევქმნათ Google Docs-ის საშუალებით.

სურათზე ხედავთ, რომ მივანიჭეთ ამ კონკრეტულ კთხვას 10 ქულა. დავნიშნეთ კითხვის აქტიური პერიოდი, რომლის შემდეგ სტუდენტის პასუხი იქნება დაგვიანებული. Topic – კი გახლავთ ჩვენი ტესტ თემა, შესაბამისად, ეს კითხვა მოხვდება “ტესტ თემა”-ში.

დასასრულს უბრალოდ დავკლიკავთ Ask- ღილაკზე.

როგორც ხედავთ კითხვა ჩასმულია “ტესტ თემა”-ში.
მასზე დაკლიკებით ვნახავთ ძირითადად ინფორმაციას:
