დავალება – Classroom – ში (Quiz)
დეკემბერი 4, 2020 | by Googler
წინა პოსტში განვიხილეთ თემა (Topic) და მასში რესურსის შექმნა Classroom-ში. დღეს დავალებების შექმნის გაკვეთილებს განვაგრძობთ Quiz ჩანართით. პირველ რიგში პარალელურად გავხსნათ ჩვენი Classroom-ი.

ჩვენს შემთხვევაში Stream ჩანართში ვხედავთ დავალებას სახელად – “პირველი დავალება”, წინა პოსტში შექმნილ რესურსს (material) სახელად “საწყისი ტესტ კურსი”, რომელიც თავის მხრივ Topic-შია გაერთიანებული. დეტალურად იხილეთ წინა პოსტში.
გადავიდეთ Classwork ჩანართში.

როგორც ხედავთ, ჩვენი ნამუშევრები ადგილზეა. მოდით დავამატოთ Quiz-დავალება.
ვაწკაპუნებთ Create-ს

ვირჩევთ Quiz Assignment

Quiz Assignment-ზე დაწკაპუნებით თქვენთან გამოჩნდება შემდეგი სურათი.

მწვანე ჩარჩოში ჩასმული ფუნქციები ჩვენ უკვე გავიარეთ წინა დავალებების შედგენისას, ამიტომ პრობლემას არ წარმოადგენს მასზე მუშაობა. Quiz-ს ემატება წითელ ჩარჩოში ჩასმული ფუნქცია, რომელიც ავტომატურად გენერირდება Quiz_ის არჩევისას Google Forms-ში.
ცარიელი Quiz_ის შევსებისთვის საჭიროა დავკლიკოთ Blank Quiz-ზე.

თქვენ გადახვალთ ახალ Tab-ზე თქვენს Browser-ში, სადაც იქნება შემდეგ სურათი:

თქვენ შეგიძლიათ Blank Quiz -ს გადაარქვათ სახელი, მარცხენა ზედა კუთხეში სიტყვაზე დაწკაპუნების შედეგად. ხოლო მეორე ისრით ნაჩვენები ღილაკი გიჩვენებთ ამ კონკრეტული Form-ის მდებარეობას თქვენსავე Google Drive-ში.

კითხვარის სახელის შეცვლა შესაძლებელია და მასი აღწერა ( თქვენი სურვილისამებრ ).

მოდით, დავიწყოთ კითხვების დამატება.
Untitled Question -ზე დაწკაპუნებით შეიცვლება მთლიანი სურათი.

შევქმენით პირველი კითხვა. პირველი კითხვის სამი პასუხი. მოვნიშნეთ Required, რომ სტუდენტს არ შეეძლოს თავი აარიდოს შეკითხვას. ( ნიშნავს აუცილებლად უნდა გასცეს კითხვას პასუხი) .

Answer Key – არის ფუნქცია რის გამოც ეს კონკრეტული Forms არის Quiz-ი. ეს კონკრეტული ღილაკი გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ სწორი პასუხი და წინასწარ გავწეროთ მისი ქულა.

მასზე დაკლიკებით მივიღებთ შემდეგ სურათს.

მარჯვენა მხარეს ხედავთ Points, ქულებს. შეგვიძლია მივანიჭოთ იმდენი, რამდენსაც ჩავთვლით საჭიროდ, ხოლო სწორ პასუხს მხოლოდ მოვნიშნავთ.

როგორც ხედავთ “პირველი კითხვის პასუხი” ჩავნიშნეთ სწორ პასუხად, ხოლო ქულა სწორი პასუხის შემთხვევაში იქნება 5 ერთეული. დასრულებისას უბრალოდ დავაწკაპუნებთ Done_ს.

მასწავლებლისთვის დასრულებული კითხვა გამოიყურება შემდეგნაირად:

დავამატოთ შემდეგი კითხვა:


დავუბრუნდით იგივე სურათს, რაც იყო პირველი კთხვის შემთხვევაში. კითხვა, რომელიც უკვე დავასრულეთ, იყო Multiple Choice. ამ სტილის კითხვას აქვს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, განვიხილოთ სხვა სტილის კითხვის შექმნა:
ვლკიკავთ წითელი ჩარჩოთი აღნიშნულ ღილაკზე.

თქვენ ხედავ თუ რამდენი სახის კითხვის შედგენა არის შესაძლებელი:

ფაქტია, ამ პოსტში ყველას განხილვას ვერ შევძლებთ, თუმცა შემდგომ პოსტებში აუცილებლად შემოგთავაზებთ. ამჯერად Checkbox – კითხვა დავამატოთ.

როგორც ხედავთ დავამატეთ მეორე კითხვა, პასუხები, მოვნიშნეთ Required. გადავიდეთ Answer Key-ზე.


როგორც ხედავთ მაქსიმალური ქულაა 10. გვაქვს ორი სწორი პასუხის მონიშვნის საშუალება. შესაბამისად თითო სწორი პასუხი ფასდება 5 ქულით. ორივე სწორი პასუხის შემთხვევაში გვექნება 10 ქულა.
ვაწვებით Done-ს.


ასე გამოიყურება დასრულებული მეორე კითხვა ( Checkboxes )
როგორც Multiple Choice, ისე Checkboxes კითხვარის შემთხვევაში გვაქვს Add “other” ღილაკი პასუხების არჩევისას.

ეს ნიშნავს ” სხვა ” პასუხის დამატებას, პროგრამა გვთავაზობს მსგავსს ფუნქციას, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სურვილის შემთხვევაში.
გადმოვდივართ უკან Classroom-ის – Tab-ში

შესაძლებელია Blank Quiz-მა სახელი არ შეიცვალოს და ვერ ნახოთ თქვენი რედაქტირებული ინფორმაცია, თუმცა ბმული, რომელიც დაგენერირდა და მიენიჭა Quiz-ს უცვლელია, შესაბამისად მარჯვენა მხარეს პარამეტრების არჩევისა და სათაურის დარქმევის შემდეგ უბრალოდ დააჭირეთ Assign-ს.


როგორც ხედავთ “ქუიზ ტესტი”, როგორც ჩვენ დავასათაურეთ შექმნილია. დეტალური ინფორმაციისთვის დაკლიკეთ ჩანართზე.
