დავალება – Classroom – ში (Topic, Material)
დეკემბერი 2, 2020 | by Googler
წინა პოსტში ვისაუბრეთ თუ როგორ შევქმნათ დავალება (assignment) კლასისთვის. “assignment” – დავალების საშუალებით, ჩვენ შევძელით რამდენიმე ნიმუში გადაგვეგზავნა სტუდენტებისთვის, Doc, Forms და სხვა ფაილები, ასევე ბმული თუ Drive-ის მალსახმობელი. დღეს – განვიხილავთ სხვა აქტივობას Topic.
Topic
განვიხილოთ Topic აქტივობა. Topic – შეგვიძლია აღვიქვათ როგორც თემა, საგანი, ჩანართი. სხვადასხვა Topic-ებში შეგიძლიათ განსხვავებული რესურსები მოათავსოთ. მოდით დავიწყოთ:

ვკიკავთ აქტიურ კლასზე ( ჩვენს შემთხვევაში ტესტ კლასი)

როგორც ხედავთ ჩვენი შექმნილი დავალება ( assignment ) მთავარ მენიუში ჩანს. გადავდივართ Classwork-ზე.

ვკლიკავთ Create > Topic

ვარჩევთ სახელს ( ჩვენს შემთხვევაში – ტესტ თემა )

თემა შეიქმნა.

ტესტ თემა – გამოჩნდა მარცხენა მხარეს Classwork-ში.


მასზე დაკლიკებით კი ნახავთ, რომ ჯერ თემაში არცერთი პოსტი არარის. მოდით ავტვირთოთ/შევქმნათ რაიმე რესურსი, რომელსაც მოვათავსებთ ამ თემაში. ეს დაგვეხმარება გარკვეული თემებისა თუ აქტივობების დაჯგუფებაში, რაც მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის.
Material
Classwork ჩანართში ვკლიკავთ Create – ღილაკზე, ვირჩევთ Material


გამოსახულებაში გარკვევა არ გაგვიჭირდება, assignment – ის შესაქმნელად საჭირო ყველა პარამეტრი გამოყენებულია. სათაური, აღწერა, მიბმა, თუ ვისთვისაა ეს რესურსი და რომელ თემას უნდა მივაბათ. შევუდგეთ:

დავამატოთ რესურსი დრაივიდან.


ვამატებთ არჩეულ დოკუმენტს ( ამ შემთხვევაში ელექტრონულ რესურსს ) და ვკლიკავთ Post ღლაკს.


როგორც ხედავთ, ტესტ თემას ( Topic ) დაემატა ” რაღაც ” რესურსი – “საწყისი ტესტ რესურსი “. თუ დავკლიკავთ ვნახავთ მიბმულ დოკუმენტს, რაც ამ შემთხვევაში იყო ელექტრონული რესურსი.
