დავალება – Classroom – ში (Assignment)
ნოემბერი 29, 2020 | by Googler
წინა პოსტში ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა შეგვექმნა ახალი კლასი Classroom-ში. დღეს კი განვიხილოთ დავალებებისა და სხვა ელექტრონული რესურსის მიწოდება სტუდენტებისათვის. პირველ რიგში ვხსნით აქტიურ კლასს და გადავდივართ Classwork მენიუში.

Classwork მენიუში როგორც ჩვენთვის ცნობილია არის მალსახმობელი Google Meet-ის, კალენდარისა და Google Drive-ისა. მარცხენა მხარეს კი გვაქვს Create ღილაკი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია რამდენიმე მოქმედების შესრულება.

ესენია: Assignment – დავალება, Quiz assignment – გამოკითხვა/დავალება, Question – კითხვა, Material – რესურსი, Reuse post – ხელახლა გამოყენება რომელიმე პოსტის, Topic – თემა.
დღევანდელი განსახილველი თემა:
Assignment
Assignment -ზე დაწკაპუნებით თქვენ დაინახავთ შემდეგ სურათს

სურათზე ნათლად ჩანს პარამეტრები, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად დახვეწოთ თქვენი დავალების პირობები.

სათაურში უთითებთ დავალების სახელს, ეს ველი აუცილებლად შესავსებია, Instructions – ში კი ვუთითებთ დავალების ინსტრუქციას, რომელიც აუცილებელი არარის, მაგრამ სასურველია.

დავალებას შეგვიძლია მივაბათ სხვადასხვა ფაილები თუ ბმლები. მაგ: Google Drive ფაილი, ნებისმიერი ბმული, ფაილი პირდაპირ კომპიუტერიდან და YouTube ლინკი.
ასევე შეგიძლია შექმნათ Online დოკუმენტები Create ღილაკზე დაჭერით.

დოკუმენტებში ერთიანდებიან : Google Docs, Slides, Sheets, Drawings, Forms. არჩევის შემთხვევაში თქვენ მყისიერად გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც შეგეძლებათ არჩეული დოკუმენტის რედაქტირება.

დასრულების შემდეგ დავალებისთვის მიბმულ ფაილებში გამოჩნდება შემდეგი სახით:

არის სამი ვარიანტი თუ როოგრ შეგვიძლია მივაწოდოთ აღნიშნული დოკუმენტი სტუდენტებს. ესენია: სტუდენტს შეუძლია მოცემული დოკუმენტის მხოლოდ ნახვა, შეუძლია რედაქტირება, შეიქმნას ახალი ასლი თითოეული სტუდენტისთვის.

თუ რაიმე სახის ინსტრუქცია ან ელექტრონული რესურსია, შეგიძლიათ დატოვოთ Students can view file, რაც ხელს არ შეუშლის სტუდენტს მუშაობაში.

მარჯვენა მხარეს გვაქვს დამატებითი პარამეტრები. სადაც გაერთიანებულია პლაგიატის ამომცნობ სისტემაში გატარება. ეს ფუნქცია შეზღუდულია და კლასში შესაძლებელია მისი მხოლოდ 5 ჯერ გამოყენება, იხილეთ სურათი:

პირველ ნაწილში შეგიძლია მიუთითოთ თუ ვისთვის არის დავალება, კონკრეტული სტუდენტისთვის, რამდენიმესთვის თუ მთლიანი კლასისთვის.

შემდეგ მოდის ქულათა სისტემა, Points.

შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ქულა მიუთითოთ მაქსიმალურ რაოდენობაში.
Due – პარამეტრში შეგიძლიათ მიუთითოთ ვადა, თუ სადამდე ექნება სტუდენტს შესაძლებლობა ჩაგაბაროთ ნაშრომი, დავალება.



არჩევის შემდეგ კი გვექნება შემდეგი სურათი:

თემა დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე შეგიძლიათ აირჩიოთ:

ყველა პარამეტრის გამოყენების შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Assign.

თუ წინასწარ შევადგინეთ დავალება, მაგრამ არ გვსურს დღეს მისი დამატება, შესაძლებელია დავაწესოთ გრაფიკი ან შევინახოთ როგორც პროექტი.

დავალება წარმატებით შეიქმნა.

დავალებაზე თუ დაკლიკავთ, ნახავთ სტუდენტების რაოდენობას ვინც უკვე დაასრულა დავალებაზე მუშაობა.
