Google Classroom – Create a Class
ნოემბერი 28, 2020 | by Googler
წინა პოსტში ჩვენ განვიხილეთ თუ რა არის Google Classroom. დეტალურად განვიხილოთ თუ როგორ უნდა შევქმნათ ახალი ვირტუალური “კლასი”, classroom.google.com-ზე შესვლისას, თუ პირველდ ხართ მოგიწევთ აირჩიოთ Student-სა და Teacher-ს შორის, რასაკვირველია, მასწავლებლები ვირჩევთ Teacher-ს. ამის შემდეგ დავინახავთ სურათს, სადაც მაჯვენა ზედა კუთხეში + ღილაკზე დაჭერით შევქმნით ახალ საკლასო ჯგუფს.


როდესაც დავაჭერთ Create Class – გვექნება შემდეგი სურათი.

სურათზე ხედავთ რამდენიმე გრაფას, რომელიც გამოჩნდება ინფორმაციის სახით სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის. პირველი და აუცილეელია Class Name – კლასის სახელი . დანარჩენი გრაფების შევსება არარის აუცილებელი, თუმცა თქვენთვის უფრო მარტივი იქნება სამართავად თუ შეავსებთ ამ კატეგორიებსაც. ამასთანავე კლასების მართვა გაცილებით ადვილია, როდესაც დეტალურად არის ინფორმაცია წარმოდგენილი. შესავსები ველებია : სექცია, საგანი, ოთახი.

ინფორმაციის შევსების შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე Create და მივიღებთ შემდეგ სურათს.

ტესტ კლასი შექმნილია. თქვენ ხედავთ წითელი ისრებით აღნიშნულია ამ კონკრეტულ კლასის უნიკალური კოდი და Google Meet მისამართი. ეს ინფორმაცია და ბმული უადვილებს კლასის წევრებს ზედმეტი მოქმედებების გარეშე შექმნან მყისიერი შეხვედრები.

Classwork მენიუში თქვენ შეგიძლიათ დავალებებისა და გამოცდების შექმნა, ამავდროულად Meet და Google Drive ლინკებიც წარმოდგენილია მარჯვენა ზედა მხარეს.

People მენიუში შეგიძლიათ ნახოთ სტუდენტებისა და მასწავლებლების რაოდენობა. ამ მენიუდანვე შესაძლებელია მათი დამატება.

Grade – მენიუში თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ დავალებები.

წითელი კუბიკით აღნიშნული ღილაკი არის კლასის პარამეტრები. ინფორმაცია, რომელიც შევიყვანეთ კლასის შექმნისას, შესაძლებელია შეიცვალოს ამ მენიუდან.

ასევე შესაძლებელია შეიცვალოს Google Meet ლინკი და სხვა ინფორმაცია.


ყველა მომავალი ღონისძიება, რაც დაგეგმილია კლასის ფარგლებში გამოჩნდება კლასის მარცხენა მხარეს.

ახალი აქტივობის შესაქმნელად უნდა გამოვიყენოთ დასაპოსტი პანელი.

ამ აქტივობის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაზიარება როგორც სტუდენტებისათვის ასევე მასწავლებლებისათვის.