Google Classroom
ნოემბერი 25, 2020 | by Googler
რა არის Google Classroom?
ეს არის მომსახურება, რომელიც ეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს განახორციელოს სასწავლო პროცესი ვირტუალურად. Google Classroom-ზე ( Workspace ) მოსახვედრად უნდა ავკრიფოთ დომენი : classroom.google.com.

ან – უკვე ავტორიზებული ანგარიშის მენიუდან ავირჩიოთ Classroom.

ეს არის პირველი სურათი, რომელიც დაგხვდებათ როცა ესტუმრებით Google Classroom-ს. შესაძლებელია ამ კონკრეტულ ნაბიჯამდე მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება Student-სა და Teacher-ს შორის. შესაბამისად, თუ თქვენ მასწავლებელი ბრძანდებით აირჩევთ Teacher-ს, ხოლო თუ სტუდენტი – აირჩევთ Student-ს.

მარჯვენა ზედა კუთხეში შესაძლებელია შექმნათ ახალი კურსი ან ჩაირიცხოთ უკვე არსებულ კურსში ( კლასში ).

ვირტუალური კლას(ების)ის არსებობს შემთხვევაში თქვენ მას ნახავთ თქვენს საწყის გვერდზე. როგორც ხედავთ ამ ანგარიშზე არ ფიქსირდება არანაირი ვირტუალური კლასი, როგორც სტუდენტის ასევე მასწავლებლის სტატუსით.

მარცხენა ზედა უკიდურეს ღილაკზე დაჭერით თქვენ გამოიძახებთ მენიუს, სადაც მოცემული იქნება კლასების სიაზე გადასასვლელი ღილაკი (შეიძლება ითქვას ეს საწყისი გვერდი), კალენდარი, დაარქივებული (დასრულებული) კლასები და პარამეტრების ღილაკი.

კალენდარი, როგორც დამხმარე საშუალება Meet-სა და Classroom-ში განვიხილოთ შემდეგ პოსტებში. Settings – პარამეტრების ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ აკონტროლოთ შეტყობინებები. კომენტარები, კომენტარები თქვენს პოსტზე, დაფარული კომენტარები.
