Google Meet

ნოემბერი 24, 2020   |   by Googler

რა არის Google Meet?

ეს არის ვიდეო კონფერენცია გუგლისგან. ის უკვე ხელმისაწვდომია რეგულარული Google-ის ანგარიშებისთვისაც ( 2020 წლიდან ). პიროვნებას Google ანგარიშით შეუძლია 100-მდე მონაწილე მოიწვიოს შეხვედრაზე, რომლის ხანგრძლივობაც 1 საათია. ეს შეზღუდვა არ ეხება ბიზნესს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებს, რომლებიც სარგებლობენ პრემიუმ კლასის მომსახურებით Google Workspace.

meet.google.com

meet.google.com – მომსახურების ზუსტი მისამართი.

Google Meet

შესაძლებელია შეხვედრის დაწყება ან არსებულ შეხვედრაზე დასწრება.

Start or Join a Meeting

ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ ავტორიზაცია გაიაროთ Google ანგარიშით ან თქვენი Google workspace-ის ორპორატიული ანგარიშით.

Google authorization

Google-ის რეგულარული ანგარიში

პირველად განვიხილოთ რეგულარული ანგარიშით Google Meet-ის გამოყენება.

უნდა დაეთანხმოთ კამერისა და მიკროფონის გამოყენებას

მას შემდეგ რაც Join Now -ს დააწკაპუნებთ, ნახავთ შემდეგნაირ გამოსახულებას.

Google Meet

ეს არის საბაზისო ინფორმაცია თქვენი შეხვედრის, Copy joining info – ზე დაწკაპუნებით თქვენ დააკოპირებთ ყველა საჭირო მისამართსა თუ ინფორმაციას, რაც საჭიროა შეხვედრისთვის. ამავდროულად შეგიძლიათ Add people ღილაკით მოიწვიოთ/დაამატოთ მომხმარებლები.

ინფორმაცია შეხვედრის შესახებ განთავსებულია Meeting Details-ში

საბაზისო ღილაკები მარცხნიდან მარჯვნივ, მიკროფონის ჩართვა/გამორთვა, შეხვედრის დატოვება, ვიდეო კამერის ჩართვა/გამორთვა, ტიტრების ( წარწერების ) ჩართვა, პრეზენტაცია – ( დესკტოპის გაზიარება ).

დამატებითი პარამეტრები

წითლად მონიშნულ ღილაკზე დაწკაპუნებით შეგვიძლია სხვადასხვა პარამეტრების შეცვლა. დავიწყოთ Settings ღილაკით.

Settings ღილაკი

Settings ღილაკზე დაჭერით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ Video/Audio და გავტესტოთ Speaker, Microphone, Video მოწყობილობები.

White Board, Layout, Full Screen, Change Background, Captions

შეგიძლიათ Open a Jam – ღილაკით გახსნათ ახალი ვირტუალური დაფა, შეხვედრის მონაწილეებს Live რეჟიმში გაუზიაროთ თქვენი მონახაზები WhiteBoard-ით.


Change Layout – გვაძლევს საშუალებას დავალაგოთ მონაწილეები ჩვენთვის სასურველი ფორმით.

Change Background

Change Background გვაძლევს საშუალებას დისტანციური შეხვედრები გავხადოთ უფრო პოზიტიური ჩვენივე ფონის ცვლილებით.

Chat and Members

მარჯვენა ზედა კუთხეში კი გვაქვს ორი ღილაკი, Chat და Members. ჩათი გვაძლევს საშუალებას წერილობითი კომუნიკაცია მოხდეს შეხვედრის მონაწილეებს შორის. ხოლო Members ჩანართით შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი შეხვედრის მონაწილეები და ასევე დავამატოთ ან მოვიწვიოთ ახალი წევრები.

რეგულარული ანგარიშით Google Meet გამოიყურება აი ასე, ძალიან მარტივად და მოსახერხებლად.

Google Meet – Google Workspace მომხმარებლებისთვის.

შესასვლელი სივრცე, Workspace მომხმარებლებისათვის ისევე როგორც რეგულარული ანგარიშის მფლობელებისათვის, საერთოა.

Workspace-ის შემთხვევაში, სახელსა და დომენს ვწერთ სრულად. რეგულარული ანგარიშის დროს შესაძლებელია @gmail.com – ის გარეშე ავტორიზაციის გავლა.

მომხმარებლის სახელისა და პაროლის ჩაწერის შემდეგ, რეგულარული Meet-სგან განსხვავებით გვაქვს შემდეგი სურათი:

ამ შემთხვევაში გვაქვს ერთი ღილაკი, რომლითაც შეგვიძლია როგორც შეხვედრაზე მოხვედრა, ასევე მისი წამოწყება.

Join or start a meeting – ზე დაწკაპუნებით გამოვა დიალოგიური ფანჯარა, რომელიც მოითხოვს კოდურ სიტყვას. თუ მსგავსი კოდური სიტყვით შეხვედრა თქვენს ორგანიზაციაში არ მიმდინარეობს თქვენ იქნებით მისი შემქმნელი, ხოლო თუ კი უკვე მიმდინარეობს შეუერთდებით მას.

FirstOne – პირველი შეხვედრა
ვაწკაპუნებთ Join Now-ს.
შეხვედრის დეტალები

ისევე როგორც რეგულარული ანგარიშით შეხვედრის დაგეგმვისას, Workspace-ის ანგარიშით შეხვედრის წამოწყების შემთხვევაში გვაქვს საბაზისო ინფორმაცია შეხვედრის დაწყებისთანავე. კოდური სიტყვა არის მხოლოდ ორგანიზაციის მომხმარებლებისთვის, რეგულარული ანგარიში ამ სპეციფიკაციას ვერ ცნობს, შესაბამისად ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს შეუძლია ეს ფუნქცია გამოიყენოს მხოლოდ კომპანიის შიგნით. რეგულარული ანგარიშისგან განსხვავებით კორპორაციის შეხვედრაზე ჩართვა შესაძლებელია ფიჭური კავშირგაბმულობითაც, სურათზე ჩანს Dial-In, თქვენი ქვეყნის სწორად არჩევის შემთხვევაში კონკრეტულ ნომერზე დარეკვისას მონაწილე მოხვდება შეხვედრაზე. შეხვედრის მონაწილეების დამატება იდენტურია კორპორატიული ანგარიშის შემთხვევაში.

დამატებითი ფუნქციები

Google Workspace – ხვეწავს Meet-ს. შესაბამისად რამდენიმე თვის წინ სურათზე ნაჩვენები ფუნცქიები არ იყო ხელმისაწვდომი. ახლა უკვე შესაძლებელია Host-Control ფუნქციით სარგებლობა. როგორიცაა ხელის აწევა, მიკროფონის გამორთვა, შეხვედრაზე დაშვება და ა.შ.

Host

ეს არის Host-ის საბაზისო უფლებები. სწრაფი წვდომის ჩართვა/გამორთვა, სამუშაო დაფის გაზიარების უფლების მინიჭება, Chat-ის გამოყენების უფლების მინიჭება.

სტანდარტული მდგომარეობა
ხელის აწევის” რეჟიმი
ემეტება ორი ფუნქცია

Meet-ს Workspace მომხმარებლებისთვის ემატება ორი ფუნქცია, რაც არააქვს რეგულარულ მომხმარებლებს. როგორც წინად აღვნიშნეთ ეს არის Dial-In – ტელეფონით შეხვედრაზე დასწრება და შეხვედრის ჩაწერა – Recording. ჩანაწერი ავტორს მოსდის Mail-ზე Google Drive-ის ლინკის სახით. შესაძლებელია ამ ჩანაწერის გადმოწერა, გადაგზავნა და ა.შ.

Google Meet

ეს იყო Google Meet-ის მოკლე მიმოხილვა რეგულარული და კორპორატიული ანგარიშის მფლობელებისთვის. მათ შორის ფუნდამენტური განსხვავება არარის და ცალსახაა Workspace-ს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია დამატებული რაც განასხვავებს მას რეგულარული ანგარიშისგან.