რა არის Google Workspace?
ნოემბერი 23, 2020 | by Googler
Google Workspace ( უწინ G suite ), არის ღრუბლოვანი მომსახურება, რომელიც გვთავაზობს სამსახურებრივი და საგანმანათლებლო ( არამარტო ) რუტინის გაციფრულებას. 2020 წლამდე Google მას წარმოგვიდგენდა როგორც G Suite.
რას აერთიანებს Google Workspace?
Google Workspace აერთიანებს კორპორატიულ Gmail-ს, Drive-ს, კალენდარსა და სხვა აპლიკაციებს.

რა მომსახურებები ერთიანდება Google Workspace Core Services-ში?

აღსანიშნავია, რომ ეს მომსახურებები მიბმულია კორპორატიულ ანგარიშს. Gmail-ის მაგალითი:
სახელი-გვარი@დომენი ( sakheligvari@gsuite.ge)
რა უპირატესობა აქვს Workspace-ს?
ყველა ანგარიში, რომელსაც კომპანია დაარეგისტრირებს იმართება ერთი პანელიდან. Admin Console.

ორგანიზაციის ანგარიშებს შორის თანამშრომლობა მარტივია და მოხერხებული. შესაძლებელია ორგანიზაციის სხვა დომეინების (Domain) დამატება. ამასთანავე კორპორატიული ელექტრონული ფოსტა და სერვისები გაცილებით სოლიდურ იმიჯს უქმნის ორგანიზაციას.
“Workspace განათლებისთვის”
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის Google Workspace-ს აქვს ბევრი სარგებელი. მათ შორის, ულიმიტო Gmail da Google Drive სივრცე, Meet Recording-ი და სხვა.
Workspace ვერსიები.
Google Workspace როგორც უკვე აღვნიშნეთ განათლების სექტორისთვის მომგებიანი მომსახურებაა, თუმცა არც ბიზნეს ყოველდღიურობისთვის არის ურიგო. არსებობს რამდენიმე ვერსია Workspace-ისა, რომელსაც სთავაზობს Google მომხმარებლებს.

დამწყები : 30 GB მეხსიერება, Meet-ის 100 მონაწილე, თვეში 6$ ანგარიშზე.
სტანდარტი : 2 TB მესხიერება, Meet-ის 100 მონაწილე + ჩაწერის ფუნქცია, თვეში 12$ ანგარიშზე.
ბიზნეს პლიუსი : 5TB მეხსიერება, Meet-ის 250 მონაწილე + ჩაწერის ფუნქცია, დამატებითი უსაფრთხოების სერვისები, თვეში 18$.
Enterprise – საწარმო : ულიმიტო, Meet-ის 250 მონაწილე + ჩაწერის ფუნქცია + მონაწილეთა “კონტროლი”, ბევრი დამატებითი სერვისი დეტალურად. თვეში “შეთანხმებით”.